13:53 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-01 11:59:43, 2110 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსული პროდუქციის რეექსპორტის მიზნით, მოსკოვი საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

რუსეთის ფედერაცია ცდილობს სხვა ქვეყნების ჩართვას, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს უკრაინის ომის დროს დაწესებული ეკონომიკური სანქციების დამანგრეველი შედეგები. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველო იტყობინება.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, მოსკოვი გეგმავს CSTO-ს ქვეყნებში (ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) მოაწყოს რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქტების კომპონენტების წარმოებას.

დაზვერვის თანახმად, მოსკოვი ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეექსპორტის შესახებ. იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის მიწოდება და მესამე ქვეყნებში გატანა. ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი კომპანიაა დაფუძნებული.

"საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების გავლენით რუსეთის ეკონომიკა უკვე მნიშვნელოვნად დეგრადირებულია. განსაკუთრებით დაზარალდა უცხოური წარმოების ტექნოლოგიებზე და კომპონენტებზე დამოკიდებული ინდუსტრიები.

რუსეთს სურს ისარგებლოს მჭიდრო კავშირებით ეკონომიკურ და სხვა გაერთიანებებსა და ალიანსებში, რათა თავიდან აიცილოს სანქციები,"- ნათქვამია განცხადებაში. 

დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის წამყვანი რუსული მწარმოებელი - სს "ულიანოვსკის მექანიკური ქარხანა" იზიდავს ყაზახეთს გერმანული წარმოების კომპონენტების მისაღებად. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics