13:52 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-01 11:21:28, 1549 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორის ჯონსონი - ერთგული ვარ ჩემი გადაწყვეტილების, გავაძლიერო უკრაინა და პუტინის მარცხი უზრუნველვყო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აგრესორი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დამარცხებაში დაეხმარება.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მორიგი საუბრის შემდეგ, ჯონსონმა თავის  Twitter-ზე დაწერა, რომ ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინელებისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებას, რათა შეიარაღებულ ძალებს ჰქონდეთ ყველა საჭირო აღჭურვილობა რუს ოკუპანტებთან საბრძოლველად.

„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა მეთქვა, როგორ გააგრძელებს დიდი ბრიტანეთი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, იმისათვის, რომ უკრაინელებს მივცეთ ის აღჭურვილობა, რომელიც თავდაცვისთვის სჭირდებათ. როგორც არასდროს, ერთგული ვარ ჩემი გადაწყვეტილების, გავაძლიერო უკრაინა და პუტინის მარცხი უზრუნველვყო“, - თქვა ჯონსონმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის მხრივ , აღნიშნა , რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს აქტიური კონფლიქტის ზონებში ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ უამბო. მათ ასევე დეტალურად ისაუბრეს აღმოსავლეთში, სამხრეთსა და მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics