|
2015-02-04 18:13:43, 1048 ნახვა
სამართალი
გია გოგაძე: უკრაინისგან ზურაბ ადეიშვილზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია
მთავარი პროკურორის მოადგილის გია გოგაძის მტკიცებით, ქართული მხარე ყველა სახელმწიფოს მიმართავს, სადაც ზურაბ ადეიშვილი იმყოფება, დააკავონ და საქართველოს გადმოსცენ. გოგაძის თქმით, შესაბამისი თხოვნით უკრაინასაც მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ. „ზურაბ ადეიშვილზე წითელი ცირკულარით არის გამოცხადებული ძებნა. ჩვენ ყველა სახელმწიფოს მივმართავთ, სადაც კი გავიგებთ, რომ ეს პიროვნება იმყოფება, რომ მათზე დაკისრებული ვალდებულება შეასრულონ, რათა ადეიშვილი დაკავებული და გადმოცემული იქნას საქართველოსთვის. ჩვენ, ყველა სახელმწიფოსთან ვთანამშრომლობთ, მათ შორის უკრაინასთანაც. მათ უკვე მივმართეთ შესაბამისი მოთხოვნით, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია“, – აღნიშნა გოგაძემ. რაც შეეხება კითხვას, უკრაინის ასეთ ქმედებაზე ახდენს თუ არა უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე, გოგაძემ უპასუხა: „ეს საქმე უკრაინის შს მინისტრის მოადგილის დონეზე არ წყდება“. შეგახსენებთ, გადაცემა "არჩევანში“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძემ განაცხადა, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კიევშია და ის უკრაინის მთავრობას რჩევებს აძლევს. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, უკრაინული მხარისთვის საქართველოს ყველა დოკუმენტაცია აქვს გადაგზავნილი და ადეიშვილის გადაადგილებაზე გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღოს.
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)