06:38 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-22 11:51:40, 1579 ნახვა

ომი უკრაინაში
მსოფლიო ბანკი - რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინის შენობებისა და ინფრასტრუქტურის ზარალმა 60 მილიარდ დოლარს მიაღწია

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, უკრაინის შენობებისა და ინფრასტრუქტურის ზარალმა 60 მილიარდ დოლარს მიაღწია და ომის გაგრძელების შემთხვევაში, ის კიდევ გაიზრდება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასიმ განაცხადა.

მსოფლიო ბანკის დირექტორმა კონფერენციაზე უკრაინის ფინანსური დახმარების საჭიროებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ვიწრო“ ზიანის ხარჯების ადრეული შეფასება, არ მოიცავს უკრაინის ომის მზარდ ეკონომიკურ ხარჯებს.

„რა თქმა უნდა, ომი ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ ეს ხარჯებიც გაიზრდება",- ამბობს მალპასი. 

ამავე კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვით ჩაერთო და გაცილებით დიდი ხარჯებისა და დაფინანსების საჭიროებები წარმოადგინა. მან კონფერენციის მონაწილეებს განუცხადა, რომ უკრაინას, თვეში 7 მილიარდი დოლარი ესაჭიროება, რათა ანაზღაურდეს ქვეყანაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი.

"მოგვიანებით, ყველაფრის აღსადგენად ასობით მილიარდი დოლარი დაგვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics