11:55 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 10:51:20, 996 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია - დიდ დიღომში ბეტონის ე.წ. მინი ქარხნის განთავსებასთან დაკავშირებით არანაირი ნებართვა არ გაცემულა

თბილისის მერია დიდ დიღომში ბეტონის ე.წ. მინი ქარხნის განთავსებას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ცნობით, აღნიშნული აგრეგატის ამოქმედებაზე თბილისის მერიის მხრიდან არ გაცემულა არანაირი ნებართვა ან შეთანხმება.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ დიდ დიღომში  ბეტონის ე.წ. მინი ქარხნის განთავსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული აგრეგატის ამოქმედებაზე თბილისის მერიის მხრიდან არ გაცემულა არანაირი ნებართვა ან შეთანხმება.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, იწყება მშენებლობა, რომელიც ათეული წლები იყო გაჩერებული. 

სამშენებლო ობიექტზე ტექნიკის განთავსებისთანავე თბილისის მერიამ დაიწყო საკითხის მოკვლევა. თბილისის მერის, კახა კალაძის  გადაწყვეტილებით, ინვესტორს უარი ეთქვა დასახლებულ ტერიტორიაზე ბეტონის საწარმოებლად საჭირო დანადგარის ამუშავებაზე, რასაც კომპანია დაეთანხმა. 

დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე აშენდება მხოლოდ და მხოლოდ კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსი, რასაც სამი ათეული წელია ელოდება მოსახლეობა,"- წერია განცხადებაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics