12:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 12:11:47, 1001 ნახვა

საზოგადოება
ფარსმან II ქველის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

გლდანის რაიონის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, საგზაო  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ამჯერად, ფარსმან II ქველის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 8 000 კვადრატულ  მეტრ ფართობზე ასფალტის ორი ფენა საფარი მოეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან  425  050 ლარამდე დაიხარჯება.

აქამდე აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგ კი, მათ ეს პრობლემა მოუგვარდებათ“, აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics