03:43 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 11:29:13, 1690 ნახვა

ომი უკრაინაში
ნატო-ს ქვეყნების გადაწყვეტილებით, რუსეთის უკრაინაზე გამარჯვება აუცილებლად უნდა აღიკვეთოს

ნატო-ს ქვეყნები და პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ არ უნდა დაუშვან რუსული არმიის გამარჯვება უკრაინაში. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დასავლელ ლიდერებისთან გამართულ ვიდეო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კანცლერმა რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ამ ქმედებებს „უაზრო ომი" და „საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა" უწოდა.

„ევროკავშირსა და ნატოში ჩვენს პარტნიორებთან ერთად აბსოლუტურად ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ რუსეთმა არ უნდა მოიგოს ეს ომი“, - განაცხადა შოლცმა.

ამასთან ერთად კანცლერმა პირდაპირ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს - „შეაჩერე უკრაინის ქალაქების დაბომბვა. ნება მომეცით ზავი დავამყარო და თქვენი ჯარისკაცები გავიყვანოთ. შეწყვიტე ეს საშინელი ომი."

ვირტუალურ შეხვედრაზე ასევე განიხილა უკრაინაში სიტუაციის შემდგომი განვითარება და როგორ უნდა მიეცეს კიევს ოფიციალური უსაფრთხოების გარანტიები ომის დასრულების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ არის.

თავის მხრივ, შეერთებული შტატები, აპირებს გაზრდოსს საარტილერიო იარაღის მიწოდება, განაცხადა ჯო ბაიდენმა.

საფრანგეთის პეზიდენტის ემალუელ მაკრონის თქმით, ეს გარანტიები ევროკავშირის ქარტიის მუხლების მსგავსია, სადაც ნათქვამია, რომ თავდასხმა ალიანსის ერთ ქვეყანაზე არის თავდასხმა ბლოკში შემავალ ყველა სახელმწიფოზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics