02:13 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 11:21:17, 1729 ნახვა

ომი უკრაინაში
პენტაგონი- რუსეთის თავდასხმის მიუხედავად, მარიუპოლი არ დაცემულა

რუსული ძალების მიერ განხორციელებული „დარტყმის“ მიუხედავად, მარიუპოლი არ დაცემულა, ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსეთის საჰაერო თავდასხმებისა და არტილერიის მოძრაობას დონბასსა და სამხრეთით. განსაკუთრებით კი მარიუპოლის მიმდებარე ტერიტორიებსა და ქალაქის შიგნით“, - აღნიშნა კირბიმ.

სპიკერის თქმით, რუსეთის მზარდი აგრესიული ქმედებების მიუხედავად უკრაინელები მაინც ახერხებენ წინააღმდეგობის გაწევას.

„რუსები აკეთებენ იმას, რასაც ჩვენ "ფორმირებას" ვუწოდებთ, რაც ნიშნავს, რომ ისინი უკრაინის აღმოსავლეთში უფრო ფართო და ღია თავდასხმებისთვის პირობებს იქმნიან“, - დასძინა კირბიმ.

ცნობისთვის, 18 აპრილს ცნობილი გახდა ომის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ. დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის რეგიონების თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, დამპყრობლები ცდილობდნენ გაერღვიათ უკრაინის თავდაცვა.

რუსეთის ფედერაციის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარებაზე და ადრე ოკუპირებული ტერიტორიის შენარჩუნებაზე.

პარალელურად გრძელდება მარიუპოლის ბლოკადა და დაბომბვა, ასევე რუსული სარაკეტო თავდასხმები სხვა ქალაქებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics