12:47 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-18 16:56:38, 1062 ნახვა

საზოგადოება
მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ევროპისა და გორგასალის მოედნების მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა

დედაქალაქის მერიამ მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რის გამოც, ევროპისა და გორგასალის მოედნების მიმდებარედ სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა. აღმიშნულის შესახებ ინფრომაციას თბილისის მერია ავრცელებს

მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება ძველი მიმართულებების შესაბამისად, შეზღუდულად შეეძლებათ. კერძოდ, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან, ევროპის მოედნიდან და მეტეხის აღმართიდან, გორგასალის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით.

სატრანსპორტო საშუალებებისთვის ევროპის მოედნის მიმართულებით, შეზღუდულად გადაადგილება ასევე, შესაძლებელი იქნება გორგასალის მოედნიდან.

სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უცვლელი მარშრუტით გადაადგილდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics