15:34 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-15 17:23:01, 1730 ნახვა

სამართალი
თბილისის აეროპორტსა და ნინოწმინდაში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი" და ,,ნინოწმინდა", კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა.

კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის როგორც ფიზიკურად, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 27130.41 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონები გამოვლინდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

სამართალდარღვევის სხვა ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეების მიმართ სანქციის სახით, საერთო ჯამში, 11 464,09 ლარის ჯარიმა დაფიქსირდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს 11 464,09 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონები საქართველოს საზღვარზე მალულად შემოჰქონდათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics