|
2022-04-13 13:58:55, 2254 ნახვა
მსოფლიო
DW - გერმანიის პრეზიდენტის ნაცვლად კიევში, კანცლერი ოლაფ შოლცი მიიწვიეს
გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ნაცვლად, კიევში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიწვიეს. - აღნიშნულის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. „ჩვენ ვაცნობეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი და ჩვენი მთავრობა ძალიან მოხარული იქნებიან, თუ კანცლერი ოლაფ შოლცი ეწვევა კიევს“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა ბერლინში ანდრეი მელნიკმა, გერმანული ტელეარხის ProSieben-ის ეთერში. უკრაინელი დიპლომატის თქმით, ვიზიტის მთავარი თემა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება უნდა იყოს. "ჩვენი პრეზიდენტი მოუთმენლად ელის ამას", - დასძინა მელნიკმა. ამასთან, უკრაინის ელჩმა ცოტა ხნის წინ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი გააკრიტიკა და დაადანაშაულა რუსეთთან ათწლეულების განმავლობაში ახლო ურთიერთობაში ამასთან, დიპლომატმა ხაზი გაუსვა შტაინმაიერის საქმიანობას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს. შეგახსნებთ, რომ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ კიევის ხელმძღვანელობამ მისი ვიზიტი უკრაინაში უარყო. "მე მზად ვიყავი ამის გასაკეთებლად, თუმცა, ცხადია - და ეს უნდა გავითვალისწინო - კიევს ეს არ სურდა", - თქვა გერმანიის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)