18:17 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 22:11:35, 872 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - სამხედრო ოპერაციას უკრაინაში არ შევწყვეტთ სანამ მოსკოვი წარმატებას არ მიაღწევს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან მათ ომის დანაშაულებზე "ყალბი პრეტენზიები" წარმოადინეს და დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვეს.

"ახლა უსაფრთხოების მოთხოვნებია საკითხი, ხოლო სევასტოპოლსა და დონბასზე ურთიერთობების მოწესრიგების საკითხები ამ შეთანხმებიდან ამოღებულია. ანუ, ისევ ჩიხში დავბრუნდით, როგორც ჩვენთვის, ასევე ყველასთვის.". – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

პუტინმა ასევე თქვა, რომ ის არ შეწყვეტს "სამხედრო ოპერაციას" უკრაინაში, მანამ სანამ მოსკოვი წარმატებას არ მიაღწევს. მან უარყო ცნობები უკრაინის ქალაქ ბუჩაში დანაშაულების შესახებ და თქვა, რომ ის "ყალბია"

"სირიაში, როცა ასადის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა, პროვოკაციები იყო. შემდეგ გაირკვა, რომ ეს ყალბი იყო. ისეთივე ყალბია, როგორც ბუჩაში",- თქვა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics