|
2022-04-04 21:53:51, 843 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის ხელისუფლება ქვეყნიდან 40 რუს დიპლომატს აძევებს
გერმანიის ხელისუფლება ქვეყნიდან 40 რუს დიპლომატს აძევებს. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლებამ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის საპასუხოდ მიიღო. მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია რუსეთის საელჩოს მნიშვნელოვანი რაოდენობის თანამშრომლებს არასასურველ პირებად გამოაცხადებს. „ბუჩადან სურათები მეტყველებს წარმოუდგენელ სისასტიკეზე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და მათი მხრიდან, ვინც მის პროპაგანდას მიჰყვება. შესაბამისად, გერმანიის მთავრობამ დღეს გადაწყვიტა, არასასურველ პირებად გამოაცხადოს რუსეთის თანამშრომლების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც აქ, გერმანიაში ყოველდღიურად ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ, ჩვენი საზოგადოების ერთიანობის წინააღმდეგ მუშაობენ“, – განაცხადა ბერბოკმა. როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრედიტებული ჰყავს ქვეყანაში 104 რუსი დიპლომატი. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას გააძლიერებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)