|
2022-03-25 13:12:01, 809 ნახვა
საზოგადოება
მერაბ ჯერანაშვილი - საპროკურორო საბჭოს თითოეული წევრი ორიენტირებულია საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად აისახოს პროკურორის თუ გამომძიებლის საქმიანობაზე
მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურამ მოიპოვა კონსტიტუციური დამოუკიდებლობა და ფაქტობრივად დამოუკიდებლად, გამჭვირვალედ და სამართლიანობის პრინციპით განაგრძობს საქმიანობას, ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპროკურორო საბჭოს როლი, რადგან თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული ვართ პროკურატურის წინაშე და ჩვენმა არჩევანმა უნდა განაპირობოს პროკურატურის განვითარების შემდგომი ოთხი წელი, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჯერანაშვილმა საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა. მერაბ ჯერანაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საპროკურორო საბჭო სწორედ პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა და მისი განცხადებით, საბჭო ამ ვალდებულებას ღირსეულად ასრულებს. როგორც საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, გენერალური პროკურორი საპროკურორო საბჭოს 6 თვეში ერთხელ პროკურატურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს, რაც არის ღია, გამჭვირვალე პროცესი და საპროკურორო საბჭოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ლაივ სტრიმის საშუალებით გადაიცემა. „არ რჩება არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელსაც სვამენ საბჭოს წევრები. საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები ფაქტობრივად ასი პროცენტით შესრულებულია გენერალური პროკურორის მიერ" - აღნიშნა მერაბ ჯერანაშვილმა. მისივე თქმით, საპროკურორო საბჭოს თითოეული წევრი ორიენტირებულია, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად აისახოს პროკურორის თუ გამომძიებლის საქმიანობაზე. მერაბ ჯერანაშვილმა, ასევე, მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებს და საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარმატებები უსურვა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)