05:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-25 12:52:26, 819 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ოკუპანტების მიერ უკრაინაში გაშვებული მაღალი სიზუსტის რაკეტებიდან 60%-მა არ იმუშავა

რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული მაღალი სიზუსტის რაკეტებიდან 60%-მა არ იმუშავა, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი, აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ ვერ მიაღწია რუსეთმა დასახულ მიზნებს უკრაინაში შეჭრიდან 1 თვის თავზე, მაგალითად, გაანადგუროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ამასთანავე, გამოცემის ცნობით აშშ-ის ოფიციალური პირები ანონიმურად რჩებიან და არ აკონკრეტებენ, თუ რა განაპირობებს რუსული რაკეტების მარცხის მაღალ მაჩვენებელს.

აშშ-ის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტების მარცხი და წარუმაებელი გაშვების მაჩვენებელი ცვალებადია, თუმცა ხანდახან 50%-დან 60%-მდე აღწევს.

სააგენტო ორ ექსპერტზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტების გაშვების ნებისმიერი წარუმატებლობის მაჩვენებელი 20%-დან ზევით უკვე მაღალია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics