|
2022-03-22 17:27:24, 633 ნახვა
მსოფლიო
იაპონიის პრემიერი - რუსეთის მიერ იაპონიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შეწყვეტა უსამართლოა
იაპონიასა და რუსეთს შორის შექმნილი ვითარება კრემლის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია. - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ ტოკიოსთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შეჩერება უსამართლოა. "მთელი ეს ვითარება შეიქმნა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად და რუსეთის პასუხი ეს ყველაფერი რუსეთ-იაპონიის ურთიერთობებზე გადაიტანონ, არის უსამართლობა და სრულად მიუღებელი", - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ საპარლამენტო კომიტეტს. ამასთან პრემიერმა დასძინა, რომ ”იაპონიამ მტკიცედ უნდა განაგრძოს რუსეთის სანქციების დაწესება დანარჩენ მსოფლიოსთან თანამშრომლობით,” . იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს რუსეთის ფედერაციის ელჩი, მიხაილ გალუზინი, რომელთანაც გააპროტესტეს რუსეთის გადაწყვეტილება. ამასთან, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ტაკეო მორიმ განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა გაუმართლებელია და ფაქტი საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)