|
2022-03-21 15:41:33, 942 ნახვა
მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვოს
ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვოს. ამის შესახებ პრეზიდენტის მოადგილემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში , დულიპ სინგმა განაცხადა. მისი თქმით, სანქციების ახალი პაკეტი შესაძლოა შეეხოს რუსული ბანკებისა და ეკონომიკის სექტორების, მათ შორის, ნავთობისა და გაზის ჩათვლით არსებულ კომპანიებს. „ჩვენ შეგვიძლია, გავაფართოვოთ ჩვენი სანქციები, მივიღოთ დამატებითი ზომები, გავაფართოვოთ უკვე მიღებული სანქციები, დავამატოთ მეტი პირი. დავაწესოთ ისინი დიდ სექტორებზე", - განაცხადა სინგმა CBS-სთან ინტერვიუში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, სანქციების გაფართოება გავლენას მოახდენს „უამრავ ბანკსა და სექტორზე, რომელიც აქამდე არ დაზარალებულა".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)