00:53 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-19 17:27:23, 921 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მეათე დღეა, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს

დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მეათე დღეა, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროის განმავლობაში, დაახლოებით, 3 500 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა თბილისის ათივე რაიონსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისში, ბეთანიაში, ახალდაბაში, დიდგორსა და სოფელ თელოვანში. 
 
გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 200-ზე მეტი თანამშრომელი და 50 ერთეული სპეციალური  ტექნიკა.  

მათივე ინფომრაციით, გზის გაწმენდის პროცესს ადგილზე გაეცნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია. შესაბამისი სამუშაოები, ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით,  საჭიროებისამებრ გაგრძელდება.

"პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით, როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ - 2 61 90 50, ასევე მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22." - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics