20:22 - 02 Jul, 2026
|
2022-03-19 16:22:42, 1003 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი - გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომ ნატო არ შექმნის უკრაინაში არასაფრენ ზონას, რუსებს ხოცვა-ჟლეტის მოწყობისკენ უბიძგებს
განცხადებები, იმის შესახებ, რომ ნატო არ გახდება უკრაინის ომის მონაწილე, რუსეთის სისასტიკეს წაახალისებს. - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკი გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტის განცხადებას. "ნატოს წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი არ გახდებიან უკრაინის ომის მონაწილეები და არ დახურავენ ცას ჩვენი ქვეყნის თავზე, რადგან ეს გამოიწვევს სამხედრო შეტაკებას რუსეთის ფედერაციასთან და კონფლიქტი არ უნდა გაცდეს უკრაინის საზღვრებს. პოლიტიკოსების ყოველი ასეთი განცხადება რუსებს უკრაინაში ხოცვა-ჟლეტის მოწყობისკენ უბიძგებს. თუ არ აღიარებთ ომს და გეშინიათ პუტინის, პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ გააკეთებთ." - განაცხადა პოდოლიაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)