18:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-19 12:12:27, 931 ნახვა

მსოფლიო
ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი ჩიკაგოში უკრაინულ ეკლესიას ესტუმრნენ

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ჩიკაგოში უკრაინის კათოლიკურ ეკლესიას ესტუმრნენ.

პრეზიდენტებმა ეკლესიაში ყვავილები მიიტანეს და უკრაინაში ომი დაგმეს.

"მთელი აშშ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის და ჩაგვრის წინააღმდეგ". - წერს კლინტონი "ტვიტერზე".

"აშშ სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისა და საკუთარი მომავლისთვის". - წერია ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის "ტვიტერზე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics