20:21 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-19 10:25:53, 1245 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი - ლიკვიდირებულია რუსი გენერალ-ლეიტენატი, განადგურებულია ოკუპანტების ტექნიკის კოლონები

უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ძალებმა და გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა მტრის 2 თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 19 მარტამდე პერიოდში, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს ოკუპანტების ტექნიკის რამდენიმე კოლონა მიკოლაევისა და სუმის რაიონებში.

ასევე, დღის განმავლობაში უკრაინელმა  სამხედროებმა გაანადგურეს ოკუპანტების ტექნიკის რამდენიმე კოლონა მიკოლაივისა და სუმიის რაიონებში. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მტერზე ცეცხლის შედეგად დაიღუპა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოლქის მე-8 სამხედროს მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი.

ამჟამად მოწინააღმდეგის დანაკარგების დაზუსტება მიმდინარეობს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics