|
2022-03-13 12:26:04, 2021 ნახვა
სამხედრო
ბელორუსის ქალაქებში მორგები რუსი ჯარისკაცების გვამებით არის სავსე
ბელორუსის ქალაქებში გომელში, მოზირში, ნაროვლიაში საავადმყოფოები სავსეა დაჭრილი რუსი ჯარისკაცებით და მორგები მათი ცხედრებით. აღნიშნულია, რომ ბელორუსმა ექიმებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ასეთი ინფორმაციის არ გამჟღავნების შესახებ, ზოგიერთ შემთხვევაში მათ სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. გასულ კვირას მოზირში მყოფი რუსი სამხედროების ცხედრები "რუსეთის რკინიგზის" მატარებლებში დატვირთეს. ეს იმით არის განპირობებული, რომ მორგები უკვე გადატვირთულია გვამებით. „არარეალურად ბევრი გვამი იყო. მოზირის სადგურზე მყოფი ხალხი უბრალოდ შოკირებული იყო მატარებელში ჩატვირთული გვამების რაოდენობით. ხალხმა ვიდეოების გადაღება დაიწყო, მაგრამ სამხედროებმა ისინი დაიჭირეს და მათი წაშლა ბრძანეს. მოზირის მახლობლად მდებარე სოფელ კამენკაში სასაფლაო შემოკეტეს, იქ არავის შეუშვეს, მცველები დააყენეს. ალბათ, იქ დაიწყეს რუსების დამარხვა“, - უთხრა რადიო თავისუფლების ბელორუსულ სამსახურს მოზირის მცხოვრებმა. კიდევ ერთმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოზირის ჰოსპიტალი კვლავ სავსეა რუსი დაჭრილი ჯარისკაცებით. მათთან ყველა ექიმი მუშაობს, თუნდაც ვიწრო სპეციალისტები. აქაურებს კი რენტგენის გაკეთება არ შეუძლიათ - ბავშვთა საავადმყოფოში აგზავნიან. გავრცელებული ინფორმაციით, გომელის რადიაციული მედიცინის ცენტრი დაჭრილ რუსებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან იღებს. იქ რუსი ექიმები მუშაობენ. დაჭრილები ასევე გადაჰყავთ კოსტიუკოვკას საავადმყოფოში (ქალაქი გომელიდან 10 კილომეტრში), სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში და რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში. გომელების თქმით, დაჭრილი რუსები ავტობუსებით გადაიყვანეს, დაღუპულები - სატვირთოებით. „ურალებში მათი გვამები აეროპორტში მიჰყავთ, იქიდან კი რუსეთში“, - თქვა გომელის მცხოვრებმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)