02:21 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 16:31:06, 632 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა

აჭარაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამასახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში ჯანდაცვის მინისტრთან და ბათუმის მერთან ერთად იმყოფებოდა.

"აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისი ფინანსური რესურსი უკრაინის დამეგობრებული რეგიონების და ქალაქების დასახმარებლად.

პრემიერის გადაწყვეტილებით, მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.

ჰუმანიტარული ტვირთი მოიცავს  სამედიცინო ნივთებს, მედიკამენტებს, არამალფუჭებად პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს. ტვირთის მობილიზების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული მოქალაქეები." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics