03:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-07 12:32:44, 760 ნახვა

მსოფლიო
ალექსეი რეზნიკოვი - ევროპიდან 140 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა და ათობით ათასი შეუერთდა თავდაცვის ძალებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა რუსეთ-უკრაინის ომის თერთმეტი დღე შეაჯამა და უკრაინელებს მიმართა.

"ძვირფასო უკრაინელებო! გმირული წინააღმდეგობის თერთმეტი დღე გავიდა. იმ უზარმაზარი დანაკარგების გამო, რაც მტერს ჰქონდა, საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა დროებით შემცირდა. თუმცა, რუსი დამპყრობლები ცდილობენ ძალების კონცენტრირებას და ახალი თავდასხმებისთვის ემზადებიან. არ დავკარგოთ სიფხიზლე! "რუსული სამშვიდობოები" ჰუმანიტარული კრიზისით ცდილობენ გმირი ქალაქი მარიუპოლის აღებას. სახელმწიფოს ხელმძღვანელობა აკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელსა და შეუძლებელს ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველსაყოფად. რუსი ტერორისტები სიტყვას არ ასრულებენ. ისინი საცხოვრებელ უბნებს ესვრიან. ევაკუაციის დროს მშვიდობიან ადამიანებს ესვრიან." - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

რეზნიკოვის განცხადებით,  ევროპიდან 140 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა ქვეყნის დასაცავად.

"ევროპიდან 140 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა და ათობით ათასი შეუერთდა თავდაცვის ძალებს, რათა ქვეყანა დაიცვან. უკვე მივიღეთ 20 000-ზე მეტი მიმართვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, რომლებიც მზად არიან ჩავიდნენ და კიევის მხარეს იბრძოლონ.  ათწლეულების განმავლობაში რუსები ანადგურებდნენ თავისი ხალხის თავისუფლებას და ღირსებას, რათა მორჩილი მოსახლეობა მიეღოთ. ჩვენ დავიბრუნებთ ოკუპანტების მიერ დროებით დაკავებულ ქალაქებს და სოფლებს. ხერსონმა, კახოვკამ, მელიტოპოლმა და ბერდიანსკმა, დაამტკიცა რომ ეს შესაძლებელია. ერი ერთიანია.  დიდება უკრაინას!" -განაცხადა რეზნიკოვმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics