23:02 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-03 17:44:18, 716 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინელები „ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან“

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის წევრობისთვის.

 „ეჭვგარეშეა, ეს მამაცი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით იცავენ ჩვენს ღირებულებებს, ეკუთვნის ევროპულ ოჯახს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ურსულა ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, რომ ბლოკს უკრაინელი ლტოლვილების დაცვა, ასევე სამუშაოსა და საცხოვრებლის შეთავაზება შეუძლია.

მისი თქმით, ეს არ არის ომის დროს, მხოლოდ თანაგრძნობის აქტი, ეს არის ჩვენი, როგორც ევროპელების მოვალეობაც.

„სულ მცირე ერთი მილიონი ლტოლვილი გაიქცა უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში და „გადაკვეთა ჩვენი საზღვრები“, - დასძინა ფონ დერ ლეიენმა.

„ჩვენ უკრაინას ევროკავშირის ბიუჯეტიდან, გამოვყოფთ ჰუმანიტარულ დახმარების სახით, მინიმუმ 500 მილიონ ევროს გამოვყოფთ, რაც, რა თქმა უნდა, მეტი იქნება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ სასტიკი ომის დამანგრეველი შედეგებისთვის“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics