17:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 22:07:03, 622 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - არ მჯერა მოლაპარაკებების შედეგების, თუმცა მზად ვარ, ვცადო

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგების დიდად არ სჯერა, თუმცა მზად არის, რომ სცადოს.

როგორც პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ის და ყველა მაღალჩინოსანი უკრაინაში რჩებიან.

„გულწრფელად გეტყვით, არ მჯერა რომ ეს შეხვედრები რაიმე შედგეს მოგვცემს, თუმცა მაინც ვცდით. რადგან არ მინდა, რომ არცერთ ჩვენს მოქალაქეს შეექმნას შთაბეჭდილება რომ მე როგორც პრეზიდენტმა ომის შესაჩერებლად არაფერი გავაკეთე. სანამ ჩვენი ბიჭები იქ არიან, პრეზიდენტი აქ არის, ადმინისტრაციის ხელძღვანელი აქ არის. პრემიერი აქ არის და რაც მთავრია არმია აქ არის. ყველა ჩვენგანი დაიცავს სამშობლოს", - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ხვალ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციას შორის, უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მოლაპარაკებები გაიმართება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics