03:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 12:24:37, 461 ნახვა

მსოფლიო
სამხრეთ კორეა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უერთდება

სამხრეთ კორეა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს უერთდება,  უკრაინაში მისი სამხედრო ოპერაციების გამო. - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენნტმა  უშიშროების საბჭოზე განაცხადა.

მუნ ჯე-ინ-ის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაცული უნდა იყოს. 

მისივე განცხადებით, სამხრეთ კორეა მხარს დაუჭერს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას შეიარაღებული აგრესიის შეკავებისა და მშვიდობიანი გადაწყვეტის ძიებაში, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებში ჩართვის გზით, დასძინა მუნმა.

"სამხედრო ძალის გამოყენება, რომელიც ზიანს აყენებს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს გამართლებული", - თქვა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics