03:24 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 09:46:10, 611 ნახვა

მსოფლიო
​სასაზღვრო სამსახური - რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინას ბელარუსის საზღვრიდანაც დაესხნენ თავს

24 თებერვალს, დილით, უკრაინელ მესაზღვრეებს ბელორუსის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს. მტერმა გამოიყენა არტილერია, მძიმე ტექნიკა და მცირე იარაღი.

ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე (GPSU) მითითებით იტყობინება.

როგორც სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში აღნიშნეს, დაახლოებით 05:00 საათზე უკრაინის სახელმწიფო საზღვარს რუსული ჯარები დაესხნენ თავს. ამავდროულად, მათ მხარს უჭერს ბელორუსი. ასევე დაფიქსირდა მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების მუშაობა.

სასაზღვრო ქვედანაყოფებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხორციელდება. დაბომბვა დაფიქსირდა ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და ჟიტომირის რაიონებში, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან.

მესაზღვრეებს შორის დანაკარგებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics