02:20 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 15:58:54, 797 ნახვა

მსოფლიო
RFE/RL - ევროკავშირის სანქციები მარგარიტა სიმონიანზე, მარია ზახაროვაზე და ვლადიმერ სოლოვიოვზეც გავრცელდება

ევროკავშირი, 23 თებერვალს აპირებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების სიის გამოქვეყნებას, რომლებსაც უკრაინაზე რუსული აგრესიის გამო, სანქციები დაუწესა.

„რადიო თავისუფლების“ რუსული ბიურო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სიაში შედის სახელმწიფო სათათბიროს 351 დეპუატი - ყველა, ვინც წამოიწყო რუსეთის მიერ დონბასისი სპეარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი, ასევე 24 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი.

ამავე წყროს ცნობით, სიაში შედიან რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შაიგუ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი, ასევე საეხლმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი პიოტრ ტოლსტოი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა, RT-ის რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, ტელეწამყვანი ვლადიმმერ სოლოვიოვი.

სანქციები შესაძლოა მოიცავდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე აღნიშნული პირების აქტივების გაყინავს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლას ან ტრანზიტულად გამოყენებას.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, რუსეთმა დასავლეთისგან სანქციების პირველი ეტაპი უკვე მიიღო. მოსკოვს სანქციები დაუწესა აშშ-მა და ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, ასევე კანადამ, იაპონიამ და ავსტრალიამ, გერმანიამ კი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ლიცენზია შეაჩერა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics