02:20 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 13:03:25, 805 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს უკრაინის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია და არ წავიდნენ ამ ქვეყანაში. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიზეზი რუსული აგრესიის გაძლიერების ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე საკონსულო დახმარების გაწევის შესაძლებლობის მნიშვნელოვანი შეზღუდვაა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლოა  გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებზე საკონსულო დახმარების გაწევის შესაძლებლობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ, რუსეთის ფედერაციაში ნებისმიერი მოგზაურობისგან და ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვონ მისი ტერიტორია“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics