02:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 22:10:34, 792 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გამო, სანქციბი დაუწესა

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ევროკავშირისგან საპასუხოდ შესაბამისი პოლიტიკურ-ეკონომიკური ზომები მოჰყვა.

ალიანსმა რუსეთის დუმის წევრებს, ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა.

ევროკავშირმა შავ სიაში შეიყვანა რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომელმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას ხმა მისცეს.

ამასთან ერთად, ალიანსმა სანქციები დაუწესდა იმ 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირსაც, რომლებმაც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციები დააფინანსეს.

სანქციები, რომლებიც მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას გულისხმობს, რუსეთის დუმის ქვედა პალატის ყველა წევრზე გავრცელდება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„სანქციების ეს პაკეტი, რომელიც ერთხმად დაამტკიცა ყველა წევრმა ქვეყანამ, ძალიან დააზარალებს რუსეთს", - აღნიშნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში უმაღლესი წარმომადგენელმა.

მიუხედავად ამისა, ბორელმა დასძინა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების გასამართად ევროკავშირი კვლავ მზადაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics