01:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 17:04:47, 584 ნახვა

მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა ხუთ რუსულ ბანკსა და სამ რუს ბიზნესმენს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა 5 რუსულ ბანკსა და 3 პირს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს, სანქციები დაუწესა. 

თემთა პალატის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სანქციები დაუწესდება როსია-ს, IS ბანკს, გენერალური ბანკს, პრომსვიაზბანკს და შავი ზღვის ბანკს.

სანქცირებულ პირებს აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში ჩასვლა, ასევე, გაიყინება ის აქტივები, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში ფლობენ. გაერთიანებული სამეფოს ყველა მოქალაქეს აეკრძალება მათთან თანამშრომლობა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული მოთხოვნით რუსეთის დუმამ ვლადიმერ პუტინს 15 თებერვალს მიმართა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics