00:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 10:26:12, 748 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს მოსკოვსა და პეტერბურგში თავდასხმების საფრთხის შესახებ აფრთხილებს

რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს მოსკოვსა და პეტერბურგში თავდასხმების საფრთხის შესახებ აფრთხილებს.  

საელჩო მოქალაქეებს ევაკუაციის გეგმების შედგენისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა შესაძლოა განხროციელდეს სავაჭრო ცენტრებზე, რკინიგზასა და მეტროსადგურებზე,  ასევე სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე. 

აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, გადახედონ პერსონალური უსაფრთხოების გეგმებს, შექმნან ევაკუაციის გეგმები, მოერიდონ ხალხმრავლობას და თან იქონიონ შესაბამისი საიდენტიფიკაციო მოწმობა, მათ შორის აშშ-ს პასპორტი მიმდინარე რუსული ვიზით.

განცხადებაში საელჩო უსაფრთხოების ზომებზე საუბრობს და მოუწოდებს მოქალაქეებს, ყურადღება მიაქციონ:

ადგილობრივ და საერთაშორისო მედიების განახლებულ ინფორმაციებს.

მოერიდეთ ხალხმრავლობას.

აცნობეთ მეგობრებსა და ოჯახს თქვენი უსაფრთხოების შესახებ.

გქონდეს ინფორმაცია გარშემომყოფებზე და დარჩით ნაცნობ გარემოში. 

იყავით ფხიზლად იმ ადგილებში, სადაც ხშირად სტუმრობენ ტურისტები/მოქალაქეები დასავლეთიდან.

თან იქონიეთ შესაბამისი პირადობის მოწმობა, მათ შორის აშშ. პასპორტი რუსეთის მოქმედი ვიზით. გქონდეთ ევაკუაციის ისეთი გეგმა, რომელშიც აშშ-ს მთავრობა არ არის ჩართული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics