00:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-20 21:47:18, 1507 ნახვა

მსოფლიო
CBS - აშშ-ს დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია რუსი მეთაურების მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების ბრძანების შესახებ

რუს სამხედრო მეთაურებს უკრაინაში შეჭრის დაწყების ბრძანება მიეცათ,  აშშ-ს დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ცნობას ტელეკომპანია CBS - ი ავრცელებს.

არხის ცნობით, ახლა რუსეთის სამხედრო სარდლობა ბრძოლის ველზე მოქმედების გეგმას ავითარებს. არხის კორესპონდენტი ასევე ირწმუნება, რომ შეჭრა შესაძლოა კიევზე თავდასხმით დაიწყოს, გარდა ამისა, მოსკოვი უკრაინაზე კიბერშეტევების განხორციელებას გეგმავს.

CBS-ი არ აკონკრეტებს, საიდან მიიღო ინფორმაცია უკრაინაში შეჭრის დაწყების ბრძანების შესახებ.

რუსეთმა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი  უკრაინის საზღვართან განალაგა, იტყობინება დასავლური მედიის ცნობით,  ადგილობრივ ძალებთან ერთობლივი წვრთნებისთვი დაახლოებით 30 000-ზე მეტი რუსი სამხედრო ბელორუსიაში იმყოფებას. 
18 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ პუტინი გადაწყვეტს უკრაინაზე თავდასხმას. თეთრმა სახლმა, პენტაგონმა და ბრიტანულმა დაზვერვამ ადრე განაცხადეს, რომ რუსეთი ამზადებს პროვოკაციას უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics