23:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-19 17:36:42, 862 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი - კრემლი არა მხოლოდ ცდილობს ძირი გამოუთხაროს მთელი ევროპის უსაფრთხოებას, ასევე არღვევს გაეროს წესდებას

კრემლის პოლიტიკაა, დანერგონ შიში და დაარქვან ამას "უსაფრთხოების გარანტიები"- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, "კრემლი არა მხოლოდ ცდილობს ძირი გამოუთხაროს მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ასევე არღვევს გაეროს წესდებას, რომელიც კრძალავს ძალის გამოყენებას და მუქარას სხვა ქვეყნების მიმართ."

"უკრაინელები, რომლებიც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობენ, იძულებული არიან, მონაწილეობა მიიღონ ომში, რომელსაც რუსეთი მათ თავს ახვევს. 

"ეს არის კრემლის პოლიტიკა, დანერგონ შიში და დაარქვან ამას "უსაფრთხოების გარანტიები". კრემლი ცდილობს წაართვას 44 მილიონ უკრაინელს უფლება, რომ თავად აირჩიონ საკუთარი ქვეყნის მომავალი. ამ მიდგომის შედეგები უკრაინის საზღვრებს სცდება. ჩვენ თვალს ვადევნებთ თავხედურ მცდელობას, რომ შეიცვალოს საერთაშორისო წესრიგი. თუ კრემლი დარტყმას განახორციელებს, ჩვენ შეგვიძლია რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს მაღალი ხარჯები და მძიმე შედეგები დავუწესოთ",- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics