21:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 11:33:05, 641 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტმა მიკროფინანსური დახმარების ფარგლებში, უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მიკროფინანსური დახმარების ფარგლებში, უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა. რეზოლუცია 598 ხმით მიიღეს, წინააღმდეგ კი, 55 ხმა დაფიქსირდა.

ფინანსურ დახმარებას უკრაინა ორი ტრანშით მიიღებს. გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის ნახევარი, შესაძლოა დაუყოვნებლივ გაიცეს სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით.

იმისათვის, რომ თანხა გაიცეს, ქვეყანამ უნდა აჩვენოს პროგრესი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ შემუშავებული მაკროეკონომიკური პროგრამის განხორციელებაში.

ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ თანხის გაცემის წინაპირობ, ასევე არის „ეფექტური დემოკრატიული მექანიზმები, მათ შორის მრავალპარტიული საპარლამენტო სისტემა და კანონის უზენაესობა, ასევე გარანტიები ადამიანის უფლებების დაცვაში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics