19:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 10:13:05, 774 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა მზადყოფნა გამოთქვეს, რუსეთს მძიმე შედეგები დაუწესონ, თუ ის სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შორის, უკრაინის საკითხზე, სატელეფონო საუბარი გაიმართა. 

როგორც BBC წერს, 40-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს, ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის და შეთანხმების მიღწევა, შესაძლებელია. 

ამასთან, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ნებისმიერ მორიგ შეჭრას უკრაინაში მოჰყვება გაჭიანურებული კრიზისი რუსეთისთვის და გრძელვადიანი ზიანი, როგორც რუსეთისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურეს და მზადყოფნა გამოთქვეს, დაუწესონ რუსეთს სერიოზული შედეგები, თუ ის სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics