17:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-08 19:37:04, 855 ნახვა

მსოფლიო
ვლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება ნათქვამს „ჩემო“ ეს უკვე ზედმეტია, ჩვენ ვითმენთ

„უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება ნათქვამს „ჩემო“ ეს უკვე ზედმეტია. უკრაინა ითმენს“, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შემდეგ განცხადებას - „მოგწონს თუ არა, მოითმინე ჩემო ლამაზო“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მათი მოთმინება მთელი ევროპისა და რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ესკალაციაც სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

მისი სიტყვით, უკრაინა პროვოკაციებს არ პასუხობს.

„არის რაღაცები, რაზეც ვერ იდავებ - უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება ნათქვამს „ჩემო“ ეს უკვე ზედმეტია. უკრაინა ითმენს, რაც ვფიქრობ, რომ ჭკვიანურია. ეს მთელი ევროპისა და რუსი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ესკალაცია ჩვენს მოთმინებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ჩვენ ქვეყანას ვიცავთ და ვართ ჩვენსავე ტერიტორიაზე. ჩვენ პროვოკაციებს არ ვპასუხობთ, არამედ ღირსეულად ვიქცევით, ამიტომ მოთმინება, ჩემი აზრით, სიბრძნეა“, - განაცხადა ვლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics