13:31 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-05 11:24:10, 662 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, კემლინ ფურლისთან შეხვედრა გამართა. - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცლებს.

წყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ სტუმარს გააცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში სტრუქტურული რეფორმისა და საკადრო რესურსის გაზრდის კუთხით განხორციელებული პოზიტიური სიახლეები, რომლებიც თავშესაფრის პროცედურის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი - „საზღვრის და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის“ (BMMAG).

პროექტი 2022-2023 წლებში განხორციელდება და სხვა მიმართულებებთან ერთად მოიცავს რიგ აქტივობებს, თავშესაფრის პოლიტიკისა და მისი საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით.

შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ კემლინ ფურლის და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics