|
2015-02-04 10:34:26, 677 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ნატო-ს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს 4-5 თებერვალს მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტისას, მინდია ჯანელიძე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება. 5 თებერვალს ალიანსის შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტრების დონეზე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი გახსნის. სხდომაზე სიტყვით გამოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს მიმოიხილავს და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილებს ყურადღებას. მინდია ჯანელიძე უცხოელ კოლეგებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და განვითარების სამომავლო გეგმებს გააცნობს. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს განიხილავენ. ყურადღება გამახვილდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ელემენტების განხორციელების დეტალებზე. პარტნიორი ქვეყნები პაკეტის განხორციელებითვის საჭირო არსებულ რესურსებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ამერიკელ, ბრიტანელ, ლიტველ, პოლონელ, რუმინელ და ბელგიელ კოლეგებთან.
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)