|
2022-02-01 13:32:21, 580 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი კელი დეგნანს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა პანდემიის საკითხებზე და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესზე. მინისტრმა დიპლომატს სოფლად ვაქცინაციის კამპანიის ახალი ეტაპის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „ელჩთან შეხვედრისას განვიხილეთ კოვიდ-19-ის პანდემიის მიმდინარეობა და აშშ-ს მხარდაჭერა და როლი მართვის პროცესში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებსაც",- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. შეხვედრაზე მხარეებმა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებებიც განიხილეს. იმსჯელეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე. განიხილეს შრომის პირობების მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობაც. „ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შევხვდი ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს და მის ახალ მოადგილეს. ჩვენ განვიხილეთ სხვადსხვა საკითხები, მათ შორის რა თქმა უნდა კოვიდ-19, ასევე სხვა მნიშვნელოვანი თემები, რასაც აღნიშნული სამინისტრო მოიცავს. აშშ-ს საქართველოსთან 30 წლიანი, მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. ვმუშაობდით საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე. ვმუშაობთ C ჰეპატიტის ელიმინაციის, ასევე იმუნიზაციის პროგრამებზე. დედათა და ბავშთა ჯანდაცვის სერვისების გაძლიერებაზე. მინისტრთან შეხვედრაზე პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ. მოგეხსნებათ, რომ დღეს ინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებელია, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას ვაქცინაციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზების გაკეთება. მსოფლიო გამოცდილებიდან კარგად ჩანს რომ ვაქცინა არის უსაფრთხო, ეფექტური და მას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. იმუნიზაციის პროცესის გამარტივებისთვის კი სამინისტროს ძალიან კარგი პროგრამები აქვს, რაც მოსახლეობისთვის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს",-ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)