15:55 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-26 15:57:09, 794 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია - ახალი სამგზავრო აბონემენტების პარალელურად, მეტრომანით მგზავრობის საფასურის ერთჯერადად გადახდა შესაძლებელი იქნება

თბილისი მერიის განცხადებით, დედაქალაში, ახალი სამგზავრო აბონემენტების პარალელურად, მეტრომანით მგზავრობის საფასურის ერთჯერადად გადახდა, მეტროთი, ავტობუსით, მიკროაბტობუსითა და საბაგიროთი მგზავრობისას, შესაძლებელი იქნება.

მერიის ცნობით, მეტრომანზე აქამდე არსებული ბალანსები სრულად ნარჩუნდება და აღნიშნული თანხის გამოყენება მოქალაქეებს შეუფერხებლად შეეძლებათ. 

„მეტრომანები არ უქმდება.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს აქამდე მოქმედი სამგზავრო ბარათები - მეტრომანები უქმდება, რაც სიცრუეა. 
აღნიშნული სამგზავრო ბარათები კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერჯერადი გადახდის უნივერსალურ საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად. გარდა ამისა, სრულად ნარჩუნდება ბარათზე აქამდე არსებული ბალანსები და აღნიშნული თანხის გამოყენება მგზავრს შეუფერხებლად შეუძლია. 
მეტრომანით მგზავრობის საფასურის გადახდა აქამდე შესაძლებელი იყო მეტროთი, ავტობუსით და საბაგიროთი მგზავრობისას, ამჟამად კი, ასევე, შესაძლებელია ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას. 
თბილისის მერიამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ აქამდე მოქმედი ბარათები რჩებოდა ძალაში. მომავალშიც, ნებისმიერი მსგავსი სიახლის შესახებ ინფორმაციას პირველ რიგში, მერია გაავრცელებს“, - აღნიშნულია Facebook განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics