|
2022-01-21 10:47:58, 2335 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 386 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 725 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 661 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 8 767 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 030 710. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 11.39% ხოლო 7 დღის მანძილზე - 12.76%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 173 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 951 428. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 631 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა, აჭარა - 851, იმერეთი - 861, ქვემო ქართლი - 351, შიდა ქართლი - 538, გურია - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 334, კახეთი -277, მცხეთა-მთიანეთი - 176, სამცხე-ჯავახეთი - 165, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 64 625 საიდანაც: 4 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 858, აჭარაში - 612, იმერეთში - 795. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 992 პირი, მათ შორის, თბილისში - 419, აჭარაში - 131, იმერეთში - 249. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 286 პირი, მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 50, იმერეთში - 20. 1 895 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 139 - თბილისში, 563 - აჭარაში. 58 388 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 6. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 20 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)