|
2021-12-30 16:45:24, 998 ნახვა
საზოგადოება
კასპში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაანონსებული წინასაახალწლო ღონისძიება, კასპის ცენტრში, 29 დეკემბერს გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, საახალწლო ნაძვის ხის სპეციალური კუთხე მოეწყო, სადაც თოვლის ბაბუა ზღაპრის გმირებთან ერთად, პატარებს ტკბილეულით და საჩუქრებით მასპინძლობდა. საბავშვო გასართობმა სივრცემ, ქუჩის ორკესტრმა, ოჩოფეხებმა, ჯამბაზებმა, ზღაპრის გმირებმა ბავშვებში საზეიმო განწყობა აამაღლა და ერთად მხიარულობდნენ. ხის საახალწლო სახლებში ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მოსახლეობას დამდეგი 2022 წლი კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მიულოცა. საახალწლო ღონისძიება ჯგუფმა New One-მა დაასრულა, კონცერტი კი, საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდრეგულაციები.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)