11:05 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-27 16:44:53, 719 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობამ კაკლისა და ნუშის შესახებ ტექნიკური რეგლამენტები დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კაკლისა და ნუშის შესახებ ტექნიკური რეგლამენტები დაამტკიცა. რეგლამენტები, რომლებიც ძალაში 2022 წლის პირველი ივნისიდან შევა, ექსპორტისათვის განკუთვნილი გაუტეხავი კაკლის/კაკლის გულის და გაუტეხავი ნუშის/ნუშის გულის და ბლანშირებული  ნუშის გულის რეგულირების პრინციპებს განსაზღვრას.

ტექნიკური რეგლამენტები  ასევე მოიცავს მოთხოვნებს პროდუქციის უვნებლობის და ხარისხის მიმართ, შესაბამისობის შეფასების პროცედურებს და ჰიგიენის მოთხოვნებს ბიზნესოპერატორებისთვის.

რეგლამენტებში ცალ-ცალკე და დეტალურად არის გაწერილი მოთხოვნები გაუტეხავი კაკალისა/კაკლის გულის და გაუტეხავის ნუშის/ნუშის გულის/ბლანშირებული ნუშის გულის მიმართ.

დამტკიცებული რეგლამენეტების თანახმად, ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია კაკლის/ნუშის წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და დისტრიბუციასთან  და  ექსპორტთან, ვალდებულია, დაიცვას „სურსათის/ცხოველის    საკვების    ჰიგიენის    ზოგადი    წესით“    განსაზღვრული მოთხოვნები და დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა,    სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ რეგალამენტები მომზადდა ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics