|
2021-12-23 21:29:46, 6465 ნახვა
კულტურა
ბრაზილიაში პირველი ქართული მარანი გაიხსნა
ბრაზილიის გოიასიის შტატში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიხსნა პირველი ქართული მარანი Lorangi და გაიმართა ქვევრის გახსნის ცერემონია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციას და ქვევრიდან დაეგემოვნებინათ ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინო. ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების და მარნების მიერ დამზადებული ქართული ღვინოები. "საქართვლოს, ქართული კულტურისა და ტრადიციების საპატივსაცემოდ გაიხსნა მემორიალური კედელი საქართველოს დროშის გამოსახულებით. საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, ბრაზილიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, აგრეთვე, საქართველოთი და ქართული კულტურით დაინტერესებული პირები", - წერია განცხადებაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)