2021-12-21 09:59:22, 2024 ნახვა
ომი უკრაინაში
ამერიკის შეერთებულ შტატებში „ომიკრონით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
აშშ-ს ტეხასის შტატში მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ დაუდგინეს. ამის შესახებ ABC News ადგილობრივ ჯანდაცვის ორგანოებზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც ტელეარხმა აღნიშნა, აშშ-ში ეს არის პირველი გარდაცვალების შემთხვევა, რომელიც ომიკრონის შტამით არის გამოწვეული.
ABC News-ის ცნობით, გარდაცვლილი 50 წლის მამაკაცია, რომელსაც აცრა არ გაუკეთებია და კოვიდთან ერთად ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც ქონდა.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) განაცხადა, რომ ქვეყანაში ომიკრონი გახდა დომინანტი. 12-დან 18 დეკემბრის ჩათვლით შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა 73,2% ახალ შტამს მიეკუთვნება. ამასთან, 4-დან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომიკრონმა შემთხვევის 12,6% შეადგინა.
პირველი ცნობილი სიკვდილი ომიკრონიდან 13 დეკემბერს დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,