|
2021-12-20 11:30:12, 444 ნახვა
საზოგადოება
პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს, და „ლიბერთის“ ინიციატივა
„ლიბერთი ბანკის“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია რაჭაში გაგრძელდა. ამბროლაურში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ რაჭასა და ლეჩხუმში მცხოვრები ქალები, რომლებიც FAO-ს ,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტში'' არიან ჩართულნი. მათ „ლიბერთის“ დირექტორის მოადგილემ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ირაკლი აბაშიძემ გააცნო ინფორმაცია ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში გენდერული თანასწორობის როლის, ფინანსურ დაგეგმვასა და იმ საბანკო სერვისებზე, რომელსაც ლიბერთი სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს. შეხვედრების მიზანია აამაღლოს სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის შესახებ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ასევე იმ საბანკო სერვისების შესახებ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ. უკვე ორი წელია შეხვედრები ლიბერთი ბანკთან პარტნიორობით ხორციელდება. ,,ლიბერთი სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად. ჩვენი ახალი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის", მომხმარებლისთვის არაერთი სიახლის შეთავაზებას გულისხმობს. ჩვენ განვაგრძობთ ქალების მხარდაჭერას და მათი გაძლიერებისათვის ხელმისაწვდომი პროდუქტების შექმნას. ასევე, "ლიბერთის" ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი ყველაზე დიდი საბანკო ინფრასტრუქტურის გამოყენება, მომხმარებლისთვის მარტივი მომსახურების შეთავაზება და რეგიონში აგრობიზნესის განვითარებაა- განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ. „მოხარული ვარ, რომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, გაეროს სააგენტოებმა ძალისხმევა გააერთიანეს და, კერძო სექტორთან პარტნიორობით, საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმეს. ეს ღონისძიებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში მამაკაცების მეტი ჩართულობისკენაა მიმართული", - განაცხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენდერული საკითხების კოორდინატორმა ია მირაზანაშვილმა. სოფლად მცხოვრებ ქალებთან "ლიბერთის", გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მორიგი, ერთობლივი შეხვედრები 2022 წელს ახალ სამიზნე რეგიონებში გაიმართება.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)