08:22 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-15 18:45:11, 626 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი „ვარდისფერ სივრცეში“ კიბოსთან ბრძოლაში გამარჯვებულ ქალებს შეხვდა

ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე „ვარდისფერ სივრცეში“ „ევროპა დონა საქართველოს“ ბენეფიციარებს შეხვდა. ორგანიზაციის ბენეფიციარები არიან ქალები, რომლებიც კიბოსგან განიკურნნენ, ასევე, ისინი, ვინც ამჟამად მკურნალობის პროცესში არიან.

შეხვედრის მიზანს ორგანიზაციის ბენეფიციარების მხარდაჭერა და სკრინინგის პროგრამების პოპულარიზაცია წარმოადგენდა. შეხვედრაზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ცენტრის საქმიანობაზე, ასევე, კიბოს სკრინინგული პროგრამების მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. მან „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტთან, ანა მაზანაშვილთან ერთად, კიბოს სკრინინგის პროგრამის უფრო ეფექტიანად განხორციელების გზები და შესაძლო ერთობლივი პროექტები განიხილა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია ბენეფიციარებმა საზოგადოებაში სკრინინგის შესახებ ინფორმაცია გაავრცელონ და კომპეტენტური პასუხები ჰქონდეთ. ასევე, ფსიქოლოგიური დახმარება აღმოუჩინონ მათ, ვინც მკურნალობის პროცესშია. ამ მიზნით, სოციალური ქსელის კამპანია - „გაუფრთხილდი სიცოცხლეს, გააზიარე სკრინინგი“, „სკრინინგი სიცოცხლისთვის“ დაიგეგმა.

შეხვედრის ფარგლებში, „ვარდისფერ სივრცეში“ „ევროპა დონა საქართველოს“ ბენეფიციარების მიერ არტთერაპიის დროს შექმნილი ფერწერული ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics