15:36 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-11 11:26:56, 921 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ლონდონში  ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის „Swirl Wine Group" ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა.

სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინოების დეგუსტაციასთან ერთად, სარა ებოტის პრეზენტაცია ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის სტუმრებისთვის გაცნობას მოიცავდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული უნიკალური ქართული ღვინოები.

აღნიშული ღონისძიება მიზნად ისახავდა დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მომხმარებლის ზრდის ხელშეწყობას. ღონისძიებას 80-მდე სტუმარი, ღვინის პროფესიონალები და მომხმარებლები დაესწრნენ, რომლებსაც ქართული ღვინო 13-მა ადგილობრივმა იმპორტიორმა გააცნო.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობის გაზრდის და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD " 2015 წლიდან თანამშრომლობს.

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, ქართული ღვინის ექსპორტის  მზარდი ტენდენციაა. 2021 წლის 11 თვეში დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 703 ათასამდე ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 76% შეადგინა.  





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics